გამოცდების
ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე სახლში
დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, ჯიბლაძე სახლში თვითონ
მივიდა.
ცნობისთვის „უგზო-უკლოდ“ დაკარგული
მეცნიერი სასტუმრო
"Holiday Inn Tbilisi"-ის ვიდეოკამერებმა 2 დღის წინ დააფიქსირეს.
მამუკა
ჯიბლაძე სახლიდან 11 ივნისს გავიდა და როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, უკან არ დაბრუნებულა.
Internet.ge