ცნობილმა სომეხმა
მსახიობმა, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა სოს სარქისიანმა სოჭის ტელეკომპანია ТВ3В-ის ეთერით რუსეთს მოუწოდა
თურქეთში სომხების გენოციდის უარყოფის კრიმინალიზაციაზე კანონი მიიღოს.
სარქისიანმა, რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვისას აღნიშნა:
„ჩვენ სამ საუკუნეზე მეტია რუსეთთან ერთად ვართ. სომხები ყოველთვის ერთგულად
ემსახურებოდნენ რუსულ სახელმწიფოებრიობას, რუსულ საზოგადოებას, რუსულ შეიარაღებულ
ძალებს... ჩვენ პატიოსნად ვასრულებდით ჩვენს ვალს წმინდა რუსეთის წინაშე... ჩემი
აზრით, ძალიან სწორი იქნება, თუ რუსეთის ხელისუფლება მიიღებს კანონს სომხების
გენოციდის კრიმინალიზაციაზე. ამით ჩვენ გავამყარებთ ურთიერთიბებს და კიდევ ერთხელ
გავუსვამთ ხაზს ჩვენი ხალხების ძმობას... ეს არა მხოლოდ თხოვნაა, ეს თქვენი ვალია
- პატიოსნად მოეპყრათ ამ წარმოუდგენელ სისასტიკეს, რომელიც თურქებმა ჩაიდინეს“ - განაცხადა სომეხმა მსახიობმა.
Internet.ge