ლაგოდეხის რაიონში
მდებარე სოფელ კაბალას 19 წლის მაცხოვრებელი სონაბ ნაბიევი ყვარლის ტბაში დაიხრჩო.
წინასწარი ინფორმაციით,
ნაბიევი ტბაზე მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად წავიდა. როდესაც ახალგაზრდა
ტბაში საცურაოდ შევიდა, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გაუჩინარების შემდეგ,
ნაბიევს მეგობრებმა ძებნა დაუწყეს და მისი გვამი ნახევარსაათიანი ძიების შემდეგ
იპოვეს. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ახალგაზრდა
გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზები გაკვეთის შედეგად დადგინდება.
ნაბიევის გვამი მის
სახლში უკვე გადაასვენეს. როგორც ცნობილია, იგი ადგილობრივ სკოლაში კომპიუტერის
გაკვეთილებს ატარებდა.
მომხდართან
დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
Internet.ge