სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ზესტაფონში "ქართული
ოცნების" საწინააღმდეგო ბანერის არსებობაზე საუბრობს და შესაბამის
ფოტომასალასაც ავრცელებს.
ბიძინა ივანიშვილის ფოტოზე შემდეგი წარწერაა: "უარი ვუთხრათ! ივანიშვილის, ხიდაშელის, დავითაშვილის,
ალასანიასა და ბერძენიშვილის არაქართული ოცნებით აშენებულ საქართველოს! უარი
ვუთხრათ ფულზე გაყიდულ პოლიტიკოსებს! გააკეთეთ სწორი არჩევანი! დასანგრევი კიდევ
ბევრია."
ამასთან, ფოტოზე კარგად ჩანს
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერიც.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს არასამთავრობო ორგანიზაციაში განუცხადეს,
აღნიშნული ფოტო-მასალა ორგანიზაციას მოქალაქე ჟურნალისტმა მოაწოდა.
Internet.ge