"ელიტა ბურჯში" კრიმინალური პოლიციის გამოჩენა „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" საქმიანობას უკავშირდება
"ელიტა ბურჯში" კრიმინალური პოლიციისა და პროკურატურის
თანამშრომლები კომპანია „გლობალ კონტაქტ
კონსალტინგის" კუთვნილი სატელიტური ანტენების დასაყადაღებლად იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს იუსტიციის
პრესსამასხურის ხელმძღვანელმა ხათუნა იოსავამ განუცხადა.
მისი თქმით, ხმელნიცკის ქუჩაზე პოლიციის მობილიზება მხოლოდ და მხოლოდ
აღნიშნული ანტენების ყადაღას ეხება და „ელიტა ბურჯის“ საქმიანობას არ უკავშირდება.
პრესსამასხური ირწმუნება, რომ აღნიშნული ანტენები „ელიტა ბურჯის“
საწყობშია მოთავსებული.
Internet.ge