GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
განათლების სამინისტრო მსხვილბიუჯეტიან კონკურსს გამოაცხადებს
16:09 22.06.2012
დღის სიახლეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეცნიერებაში ბიზნეს-სექტორის აქტიური ჩართვის კუთხით მუშაობას განაგრძობს. საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიური ხასიათის კვლევების განვითარებისა და მათი კომერციალიზაციის მიზნით მიმდინარე წელს კიდევ ერთი ახალი მსხვილბიუჯეტიანი კონკურსი გამოცხადდება.

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში დღეს პირველი მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც კონკურსის პროექტსა და ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს. პროგრამის შემუშავებაში ფონდის ხელმძღვალებთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, მეცნიერები, მერიის, ბიზნესის და საქპატენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საგრანტო კონკურსის დებულება ტექნოლოგიების ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დაინტერესებული მხარის რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩამოყალიბდება.

კონკურსის მიზანია სამეცნიერო ჯგუფებისა და ბიზნესის დაახლოება და ისეთი კვლევების დაფინანსება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შექმნა-დამუშავებას.

თითოეულ გამარჯვებულ პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლევის ხანგრძლივობის მიხედვით 25-დან 75 ათას ლარამდე დააფინანსებს.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით საყვარელიძე: პირველი რაც ივანიშვილმა გააკეთა არის ის, რომ 80 მილიონი უკან დაიბრუნა1
ბიძინა ივანიშვილი: პარლამენტის თბილისში გადატანა კვლავ დღის წესრიგში დგას2
ნორლანდი: საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი კალიბრის პატრიოტები ჰყავს3
წყალმა უცნობი არსების გიგანტური თვალი გამორიყა4
სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორად შესაძლოა ლაშა დამენია დაინიშნოს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X