მექსიკის მშრომელთა
პარტიის მინიმუმ 26 აქტივისტია გარდაცვლილი ავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად.
ისინი გერეროს შტატში მიემართებოდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივ
არჩევნებში თავიანთი კანდიდატის მხარდამჭერ აქციაში.
გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, ავტობუსი დაახლოებით 200-300 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად, 2 ათეული ადამიანია დაშავებული.
მექსიკის პრეზიდენტობის
კანდიდატმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა, რომელიც მემარჯვენე ძალების
წარმომადგენელია, მომხდარის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
Internet.ge