დღეს, „ქართული ოცნების“
ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტსა და თინა ხიდაშელს შორის შელაპარაკება მოხდა.
კოალიცია „ქართული
ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სასამართლო დადგენილების მთავარ მიზეზად, რომლის
მიხედვითაც, „გლობალ TV“-ის ანტენების დაყადაღება მოხდა, აკრძალული
ტელევიზიების - „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ - მაუწყებლობის შეწყვეტა დაასახელა.
ITV-ის
ჟურნალისტის თხოვნამ, დაეზუსტებინა ხიდაშელს ინფორმაცია, ეწერა
თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომ „მაესტროსა“ და „მეცხრე
არხის“ ყურება არ შეიძლებოდა, პოლიტიკოსის გაღიზიანება გამოიწვია. მან ჟურნალისტს
განუცხადა, რომ ბრიფინგს უზრდელობის გამო დაატოვებინებდა.
ხიდაშელისვე თქმით, ITV-ის
მსგავსად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და „იმედიც“ "ნაციონალური მოძრაობის"რუპორებია.
Internet.ge