„ქართული ოცნების“ ახალქალაქის
შტაბის ხელმძღვანელის გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის
წევრი დააკავეს, რომელსაც ქონებას ედავებიან.
ჟვანიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრმა თავისი ოფისი
„ქართულ ოცნებას“ მიაქირავა, მასზე პოლიციის უფროსის მხრიდან მუქარა განხორციელდა.
მისი განცხადებით, სამართალდამცველები დაკავებულს ოფისის გამო
ედავებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული სახლი სხვას
ეკუთვნის.
„მინდა მივმართო პროკურატურას, მეც დამაკავონ, რადგან მეც მაქვს
ქონება, სადაც ჩემი მეგობრები არიან და თუ ეს სამართალდარღვევაა, მაშინ მეც
დამიჭირონ,“- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
Internet.ge