კოალიცია
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ კონტროლის პალატასთან აქცია, სახელწოდებით „ჭორაობის პალატა” გამართა.
ახალგაზრდები პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძისთვის სხვადასხვა დასახელების ყავით სავსე კალათის
შეგზავნას შეეცადნენ, რისი საშუალებაც ახალგაზრდებს კონტროლის პალატის დაცვის სამსახურმა არ
მისცა.
„პოლიტიკური
პარტიების
მონიტორინგის
სამსახურის
უფროსის გადაწყვეტილებები
მოკლებულია
ყოველგვარ
იურიდიულ საფუძვლებს. ნათია მოგელაძე გადაწყვეტილებებს
ჭორაობის დონეზე იღებს. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება არ შეწყვეტს თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და ბიზნესზე ტერორს,“ - აცხადებენ ახალგაზრდული მოძრაობის წევრები.
Internet.ge