პრეზიდენტის
პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სტამბულში
ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტს - აბდულა
გიულის შეხვდება.
ამის შესახებ
განცხადება მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყნის
პირველი პირი, შავი
ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას და სხვადასხვა
ქვეყნის ლიდერს შეხვდება.
„სამიტის შემდეგ პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრება.
მიხეილ სააკაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრები
გაიმართება, ევროკავშირის ვიცე პრეზიდენტთან საგარეო საქმეთა უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისართან, ქეთრინ
ეშტონთან. ასევე შეხვდება, ევროკომისარს ორგანიზაციის გაფართოების საკითხებში, ევროკომისარს განვითარების საკითხებში, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში და „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტს“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
internet.ge