საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბაგრატის
ტაძარს UNESCO- ს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან აღარ ამოიღებენ.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა თურქეთში ყოფნისას გააკეთა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაგრატის
ტაძარი აღდგეს.
„ბაგრატის ტაძრის UNESCO-ს სიიდან ამოღების საფრთხე დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ამ საკითხმა ვნებათაღელვა გამოიწივა,
თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტაძარი აღდგეს. ეს ტაძარი არის გაერთიანებული
საქართველოს სიმბოლო და იქ აუცილებლად შესაძლებელი უნდა იყოს წირვა-ლოცვა. მის
აღსადგენად ჩვენ ვიქირავეთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რესტავრატორი, მან მოამზადა
პროექტი. ჩვენ ამ ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე და ყველა შენიშვნას
გავითვალისწინებთ, რომელიც საპატრიარქოს ექნება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge