პრეზიდენტის ინიციატივის – ეროვნული პარკების გიდებისა და რეინჯერების
გადამზადების ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტროში მინისტრი გოგა ხაჩიძე გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებისა და აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის წარმომადგენლებს
შეხვდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისა და გერმანიის მთავრობები აღნიშნულ შეთანხმებაში ჩართული არიან. ბუნებრივმა პირობებმა ცხადყო, რომ დაცული ტერიტორიები საჭიროებს მეტ ცოდნასა და გამოცდილებას, სერვისის გაუმჯობესებას, გამოცდილებას. ეს შეთანხმებაც სწორედ ამ უნარჩვევებისა და შესაძლებლობების
გაუმჯობესებას
ითვალისწინებს,"
- განცხადა
გოგა ხაჩიძემ.
ტურისტებისათვის მაღალი დონის მომსახურების უზრუნველსაყოფად ამერიკისა და გერმანიის
მთავრობების
მხარდაჭერით
სპეციალისტების
კვალიფიკაციის
ამაღლება მოხდება.
„შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ და გარემოს დაცვის სამინისტრომ მთავარ პარტნიორებთან გააფორმეს, უკვე 2 წელიწადზე მეტია არსებობს. ნათელია, რომ ეს წარმატებული ხელშეკრულებაა. ყველა დონორს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდეს, რომ ერთად შევუწყოთ ხელი შესაძლებლობების
გაუმჯობესებასა
და ბიომრავალფეროვნების
დაცვას,"
- განაცხადა
გერმანიის
საერთაშორისო
საზოგადოების
პროგრამების
დირექტორმა
ფრენკ ფლაშემ.
internet.ge