GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილის აქციების 100% "ქართუ ჯგუფში", „ქართუ ბანკსა" და 21.7% „პროგრეს ბანკში" დაყადაღებულია
19:22 26.06.2012
დღის სიახლეები

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის საქმეზე სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის სახელზე რიცხული ქონების მოძიება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „ბანკი ქართუსა" და სს „პროგრეს ბანკის" ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ სს „ბანკი ქართუს" აქციების 100%-ს ფლობს სს „ქართუ ჯგუფი", რომლის აქციების 100%-ის და აგრეთვე სს „პროგრეს ბანკის" აქციების 21.7%-ის მესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სს „ბანკი ქართუს" აქციების 100%-ისა და სს „პროგრეს ბანკის" აქციების 21.7%-ის ბენეფიციარ მესაკუთრეს.

ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის  შესაბამისად, კომერციული ბანკის წილის შესაძენად პირი ვალდებულია, ამის შესახებ დადგენილი წესით აცნობოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული წესის დაუცველობის შემთხვევაში, წილის განკარგვის თაობაზე გარიგება ბათილია.

ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ყოფილა წარმოდგენილი დეკლარაცია სს „ბანკი ქართუს" ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების მიზნით, სს „ბანკი ქართუს" აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს "ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში".

აქციათა დაყადაღება  არ აბრკოლებს ზემოთ აღნიშნული ბანკების ჩვეულ საქმიანობას.  ასევე გაცნობებთ, რომ მოვალის  მიერ თანხის ნებაყოფლობით გადახდის  შემთხვევაში,  აქციებზე დადებული ყადაღა ავტომატურად  უქმდება.

აღსრულების  პროცესის გამჭვირვალობის  მიზნით,  სააღსრულებო  სამსახური  შემდგომშიც  მიაწვდის  საზოგადოებას  დეტალურ  ინფორმაციას  სააღსრულებო წარმოების  მიმდინარეობის შესახებ."

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ინგა გრიგოლია: გლდანში ჩემი კონკურენტი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება1
ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა2
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი გამართა3
ქორწილში 24 ადამიანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა4
კაჩინსკის თვითმფრინავის ტრაგედიის მოწმე ჩამომხრჩვალი ნახეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X