ტყიბულში მოსულმა უხვმა ნალექმა საავტომობილო გზებზე პრობლემები
შექმნა, დაიტბორა ეზოები და სარდაფები. ძლიერი წვიმის გამო გაითიშა
ელექტროენერგია. შეჩერდა მატარებლის მიმოსვლაც.
შესაბამისი ჯგუფები სტიქიას გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში
უმკლავდებოდნენ. მოხერხდა წყლის ამოტუმბვა. ჩაირთო ელექტროენერგია.
რაც შეხება რკინიგზის ფუნქციონირებას, როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსმა ირმა სტეფნაძემ განუცხადა,
მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.
„სტიქია ცენტრალურ უბნებში იყო, რაც შეეხება სარკინიგზო მაგისტრალს,
აქ პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და შესაბამისად მატარებლის მიმოსვლა მალევე აღდგა“,-
განაცხადა სტეფნაძემ.
Internet.ge