აშშ-ის ტერორზმთან ბრძოლის ორგანოები ერთ-ერთ ინტერნეტსაიტს წავლობენ, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, კავშირშია ალ ქაიდასთან.
საიტზე განთავსებულია გრაფიკული გამოსახულება, რომელიც შესაძლოა, ნიუ-იორკის წინააღმდეგ ახალი ტერაქტების მზადებას ნიშნავდეს. მანჰეტენის გამოსახულებას აქვს წარწერა: „ალ ქაიდა მალე ისევ ნიუ-იორკშია“.
ეს გამოსახულება არაბულ საიტზე „ანსარ ალ-მუჯაჰიდინზე“ გამოქვეყნდა. ვარაუდობენ, რომ ამ ისლამისტურ ფორუმს მჭიდრო კონტაქტები აქვს იორდანიის ბოევიკების მთავარ ლიდერებთან და ავღანელ თალიბებთან.
როგორც გამოძიების ფედერალური ბიუროს ნიუ-იორკის ოფისის პრეს-მდივანმა განაცხადა, საფრთხე სერიოზულად აღიქმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელთ არ აქვთ რაიმე კონკრეტული და რეალური.
შეგახსენებთ, 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში ალ ქაიდამ ტერაქტები მოაწყო, რომელთა შედეგადაც 2 974 ადამიანი დაიღუპა.
Internet.ge