ბრიუსელში
დღეს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით, მოლაპარაკებების მეათე პლენარული სესია გაიმართება.
საქართველოს
დელეგაცია
სესიაში მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თორნიკე გორდაძის ხელმძღვანელობით
მიიღებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დიალოგი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ტექსტის ¾ შეთანხმებულია.
„აღნიშნული
შეთანხმებით
საქართველო
უფრო ახალ, თვისობრივად მაღალ დონეზე დადგება ევროკავშირთან თავისი პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით“,-
განაცხადა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ.
Internet.ge