GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უწყებათაშორისი კომისია პოლიტიკურ ძალებსა და პოლიციას რეკომენდაციით მიმართავს
11:52 28.06.2012
დღის სიახლეები

უწყებათაშორისი კომისია პოლიტიკურ ძალებს მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, დაპირისპირების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულ საკითხზე კომისიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც  პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიციას რეკომენდაციებით მიმართა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ნებისმიერ ძალადობრივ გამოვლინებას გმობს.

„26 მაისს, გორის რაიონის სოფელ მერეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე, მათი დაკავება მოახდინა. უწყებათაშორის კომისიას რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის მმართველმა პარტიამ ადრეც მიაწოდა ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ადგილი ჰქონდა სხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ ორგანიზებულ საპირისპირო აქციებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის განცხადებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, რაც ნებისმიერი შეხედულებისა და აზრის თავისუფალ გამოხატვას გულისხმობს. პოლიტიკური პლურალიზმი და თავისუფალი საარჩევნო გარემო კი, სამართლიანი არჩევნების მთავარი წინაპირობაა.

„იმისათვის, რომ ერთის მხრივ, არ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორეს მხრივ, თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი ინციდენტები, უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს და მათ მხარდამჭერებს შეეცადონ, საჯარო აქციები წარიმართოს ისე, რომ განსხვავებული შეხედულების მქონე პირებს შორის მაქსიმალურად იყოს დაცული  დისტანცია, რათა აქციების მონაწილეთა ფიზიკური დაპირისპირების საფრთხეები შემცირებულ იქნეს. კომისია მოუწოდებს პოლიციას, ყურადღება მიაქციოს სხვადასხვა პოლიტიკური   ძალების მხარდამჭერთა მიერ ორგანიზებულ აქციებს, მიიღოს სათანადო ზომები და დროული რეაგირება მოახდინოს განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თიბილოვი და პუტინი საქართველოში მომხდარ ცვლილებებს განიხილავენ1
გიორხელიძე: „სამოქალაქო საზოგადოების" ჩამოყალიბებაზე ზრუნვის დაწყება, მისი სისუსტის ხაზგასმა, ცინიზმია2
9 წლის გოგონას ყური ნეკნისგან დაუმზადეს3
რუსები დაღესტნელებს ეუბნებიან, რომ მობილიზაცია მათი "საქართველოსგან დაცვის" მიზნით ხდება4
გამოძიების სკანდალური შედეგები: ბრეივიკის თავდასხმის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X