საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღეს, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აჩალ კუმარ მალჰოტრას შეხვდა.
ელჩმა საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა დაასრულ და მინისტრის მოადგილესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ინდოეთის ელჩს დიპლომატიური მისიის განმავლობაში საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ინდოელმა დიპლომატმა კი, თავის მხრივ, გამოხატა მადლიერება იმ დახმარებისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც მას, დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუწია.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მომავალშიც წარმატებულად და ნაყოფიერად გაგრძელდება.
Internet.ge