პროვინცია ლაგმანში, ქაბულიდან აღმოსავლეთით, უსაფრთხოების ადგილობრივმა ძალებმა უჩვეულო გარეგნობის ქალები დააკავეს, რომლებიც, როგორც გაირკვა, სულაც არ იყვნენ ქალები. ეს იყო „თალიბანის“ 7 ბოევიკი, რომლებიც ქალის კაბებში იყვნენ გადაცმულები.
მკვეთრი ფერის კაბებში გამოწყობილი ბოევიკები ჟურნალისტებს წარუდგინეს. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტერორისტები ქალის სამოსს იყენებენ. ერთი კვირის წინ, ყანდაღარში 2 წვეროსანი მკვლელი-ტერორისტი აიყვანეს, რომჯლებიც, ასევე ქალის ტანსაცმელსა და ჩადრებში იყვნენ გამოწყობილები.
„იდეურ ტრანსვევსტირებს“ სამოსის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობები შაჰიდის ქამარზე ჰქონდათ დამაგრებული. ისინი ავღანეთის არმიის ერთ-ერთი შტაბის აფეთქებას აპირებდნენ, თუმცა სისხლიანი ტერაქტი არ შედგა, რადგან ტერორისტებს ასაფეთქებელმა მოწყობილობამ უმტყუნა და არ ამუშავდა.
Internet.ge