პარლამენტში ამ წუთებში ახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მივიდა.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ვანო მერაბიშვილმა სამთავრობო პროგრამა უნდა წარადგინოს.
დღის მეორე ნახევარში მერაბიშვილი, საპარლამენტო ფრაქციების:
„ნაციონალური მოძრაობის”, „ქრისტიან-დემოკრატებისა” და „ერთობა სამართლიაბისთვის“ წევრებს შეხვდება.
შეგახსენებთ,
რომ პარლამენტმა საგაზაფხულო სესია 29 ივნისს, რიგგარეშე სხდომით დახურა, მაგრამ სამთავრობო ცვლილებების დასამტკიცებლად მუშაობას ისევ რიგგარეშე ფორმატში განაგრძობს.
Internet.ge