საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ორი ახალი სასტუმრო გახსნა
17:24 03.07.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმში კერძო ტიპის ორი ახალი სასტუმრო გახსნა. ახალი დასასვენებელი კომპლექსის დათვალიერებისას მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში კერძო ინვესტიციების, სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაგალითად ახლადგახსნილი სასტუმროები მოიყვანა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, აჭარაში, სადაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტთა რიცხვი, უფრო მეტი მოთხოვნილება გაჩნდა სასტუმროებზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.
ბათუმში ყოფილი საზღვაო ადმინისტრაციის შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ ბუტიკის ტიპის ახალი 30-ნომრიანი სასტუმრო "World Batumi" გაიხსნა. გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე 14-სართულიანი სასტუმრო "აისი" აშენდა, რომელშიც რვა კლასის 38 ნომერია განთავსებული. ორივე სასტუმრო უკვე დაჯავშნულია ახალი საზღვაო სეზონის წინ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|