აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ რუსეთის აგენტს ანა ჩაპმანს პრეზიდენტის მრჩევლის ცდუნება აღარ აცალა. ფედერალურმა აგენტებმა გამოარკვიეს, რომ ანა ჩაპმანი, რომელიც 2010 წელს 10 რუს ჯაშუშთან ერთად დეპორტირებულ იქნა მოსკოვში, აშშ-ის პრეზიდენტის კაბინეტის შემადგენლობაში მყოფ „მნიშვნელოვან“ პირთან კავშირის გაბმას ცდილობდა.
„ჯაშუში ძალიან მიუახლოვდა პრეზიდენტის ახლო გარემოცვას და ფაქტობრივად, თავად ბარაკ ობამას, რაც გახდა კიდეც მისი „ჩავარდნის“ მიზეზი“ - წერს უცხოური პრესა.
ჯაშუშურ დეტალებზე მომავალ კვირას ტელეკომპანია BBC დოკუმენტურ ფილმში ისაუბრებს, რომელიც „ჩვენი დროის აგენტებს“ შეეხება. თუმცა ამ ფილმის ზოგიერთი ეპიზოდი მედიისთვის უკვე ცნობილი გახდა. სწორედ მასში იქნება მოთხრობილი ჟღალთმიანი ლამაზმანის ანა ჩაპმანის ისტორია.
„ეს ქალი მას შემდეგ გახდა პრობლემა, რაც ძალიან მიუახლოვდა ობამას “ - განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ ფრენკ ფილუციმ. სწორედ ამის შემდეგ, 2010 წლის ზაფხულში ჩაპმანი სხვა რუს აგენტებთან ერთად დააკავეს კიდეც.
ობამას მრჩევლის ვინაობა, რომლის ცდუნებასაც სპეცსამსახურების განცხადებით ჩაპმანი ცდილობდა, არ სახელდება. თავად აგენტს კი კომენტარი ამ ინფორმაციაზე არ გაუკეთებია. ეს მისთვის პირველი სექსუალური სკანდალი არ არის. ცნობილია, რომ ჩაპმანი ასევე ცდილობდა გეცნო და დაახლოებოდა ბრიტანეთის პრინცს გარისა და უილიამსს, თუმცა რუსი ჯაშუშის მახეში, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი სტუდენტი გაება, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ უბედნიერესია, რადგან წილად ხვდა ბედნიერება, ღამე საიდუმლო აგენტთან ერთად გაეტარებინა.
Internet.ge