ლილოში ქლორის გაჟონვის შედეგად ინტოქსიკაცია 56 ადამიანმა მიიღო
00:56 04.07.2012
|
დღის სიახლეები
|
ლილოში, საქნავთის დასახლებაში, ქლორის გაჟონვის შემდეგად ინტოქსიკაცია მიიღო 56 – მა ადამიანმა. არსებული ინფორმაციით, კომპანია რომლისგანაც მოხდა მომწამვლავი აირის გაჟონვა ირანელ კერძო პირს ეკუთვნის.
რაც შეეხებათ დაშავებულებს, უმეტესი მათგანი თავს კარგად გრძნობს. მძიმეა
მხოლოდ 18 წლის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის
საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
ადგილზე შესაბამისმა სამსახურებმა ჰაერის მდგომარეობაზე ტესტი ჩაატარეს,
რომელმაც აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი ნორმის ფარგლებშია, რის
გამოც მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. დღესვე დაშავებულები საქართველოს პრეზიდენტმაც მოინახულა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|