დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომაზე რამდენიმე მოქალაქისა და
„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის არსებული დავების განხილვა იგეგმება, ასევე, „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ
გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“
გადაწყვეტილების პროექტის განხილვა მოეწყობა.
კომისიაში სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
Internet.ge