GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი მურმან დუმბაძეს აკრიტიკებს
13:00 04.04.2012
დღის სიახლეები

სახალხო დამცველი, სოციალურ ქსელ facebook-ში, „ქართული ოცნების“ წევრის, მურმან დუმბაძის მიერ, "რესპუბლიკური პარტიის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი მასალკინის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და გააკრიტიკა.

როგორც ტუღუშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, "25-ე არხის" ეთერში გასული გადაცემისას, მურმან დუმბაძემ, ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე, გარკვეული ზღვარი გაავლო საქართველოს სხვა მოქალაქეებსა და ეთნიკური წარმოშობით ქართველებს შორის, რაც დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა.

სახალხო დამცველის განცხადებით, აღნიშნული ტიპის განცხადებების გაკეთებისაგან პოლიტიკურმა მოღვაწეებმა თავი უნდა შეიკავონ.  როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს საზოგადოებაში შეუწყნარებლობის გაღვივებას, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ერთიანობას და შეურაცხყოფს არამარტო კონკრეტულ პიროვნებას, არამედ ზოგადად საქართველოს მოქალაქეების ღირსებას, ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და მიზნებს, რომელთა დამკვიდრება საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას წარმოადგენს და დეკლარირებულია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში.

"ვთვლი, რომ მსგავსი განცხადება უაღრესად კრიტიკულ შეფასებას იმსახურებს ჩემგან, როგორც უფლებადამცველისგან, რადგან დაუშვებელად მიმაჩნია ეთნიკური წარმომავლობის რაიმე სახის პრობლემად წარმოჩენა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, სამოქალაქო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, განსაკურებული ყურადღება გამოიჩინონ და მიიღონ სათანადო ზომები, რათა მათ მიერ, ან მათი მეშვეობით, სამომავლოდ არ მოხდეს დისკრიმინაციული გამონათქვამების, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის ტირაჟირება“,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს1
პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა შეარჩიოს2
ონიშენკო დღეს ქართველ მეღვინეებს შეხვდება3
Handelsblatt: სააკაშვილი შეიძლება ერთ-ერთ გამარჯვებულად ვაღიაროთ4
საქართველოს პრეზიდენტმა ხაშურის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X