შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტზე გიორგი გეგეჭკორი თენგიზ გუნავამ შეცვალა
17:50 08.07.2012
|
დღის სიახლეები
|
შს სამინისტროში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის პოსტი დაიკავა პოლიციის პოლკოვნიკმა თენგიზ გუნავამ.
მან ამ თანამდებობაზე გიორგი გეგეჭკორი შეცვალა.
გიორგი გეგეჭკორი შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად ორი წლის მანძილზე მუშაობდა, მანამდე კი ის ხელმძღვანელობდა ჯერ თბილისის, შემდეგ რესპუბლიკის საპატრულო სამსახურს.
გეგეჭკორი სავარაუდოდ მუშაობას სახელმწიფო კანცელარიაში, ივანე მერაბიშვილთან გააგრძელებს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|