საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” გაიმართება
10-12 ივლისს, ბათუმში,
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მე-9 საერთაშორისო კონფერენცია
"საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები”
გაიმართება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს
სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. კონფერენციაში
მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი,
გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან
ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი, ევროკავშირის წევრი
და პარტნიორი ქვეყნების, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო
ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორისა და
საქმიანი წრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია ეძღვნება ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში
ევროინტეგრაციის პროცესის პერსპექტივებს, მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებსა და
კანონის უზენაესობის საკითხებს, გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების
გამოწვევებს, ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ხალხთა შორის
კავშირებს.
Internet.ge