აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად
უნარებში აბარებენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
28 ივნისს, საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დიდი კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზეა. სამინისტროს მიერ სწორედ ეს მიმართულებებია პრიორიტეტულად გამოცხადებული და დაფინანსების 80% ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე იქნება მიმართული.
გამოცდები ორ სესიად უკვე გაიმართა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენაში.
Internet.ge