განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
12:27 11.07.2012
|
დღის სიახლეები
|
ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა შოთა ნიჟარაძე.
მინისტრის მოადგილეებად - გიორგი ჩახნაშვილი, ირინე ქურდაძე, ნოდარ სურგულაძე.
სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი გახდა ლევან ქებურია.
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ქოჩიშვილი.
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ნაცვლიშვილი.
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი - ელგუჯა მაკალათია.
საერთაშორისო ურთიერთობისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი - ნატო ჯავახიშვილი.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|