ყირიმის
დედაქალაქში, სადაც სიმფეროპოლის საქალაქო საბჭოა განთავსებული, ჩინოვნიკები უკვე
ევაკუირებულნი არიან. შენობაში ბომბს ეძებენ, რომლის შესახებაც ინფორმაცია
ადგილობრივმა მილიციამ სატელეფონო ზარით მიიღო.
მოედანზე
შეწყვეტილია ტრანსპორტის მოძრაობაც. შესაძლოა, მიმდებარე შენობებიდან და
სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციაც გახდეს საჭირო - იუწყება უკრაინული მედია.
ცენტრალურ
ქუჩაზე, სადაც სამართალდამცველები და გამნაღმველები მუშაობენ, უკვე პანიაკაა,
თუმცა ზოგიერთები თვლიან, რომ ვიღაცამ, როგორც წესი, ბოროტად იხუმრა, ან ზარმაცი
ჩინოვნიკების საქციელით განრისხებულმა მართლაც დადო ბომბი - იმის გამო, რომ საჭირო
ცნობა დროულად არ მისცეს.
internet.ge