ამ წუთებში, პარლამენტის მისაღებში 40-მდე დევნილი და ე.წ „ასტუპნიკია“ შეკრებილი, რომლებიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, რამდენიმე თვის
წინ, მათ კუბლაშვილთან შეხვედრის მიზნით, პარლამენტში განცხადება შეიტანეს, მაგრამ შეხვედრა ამ დრომდე არ შედგა.
აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონი ცუდად გახდა, რომელსაც სასწრაფო დახმარების ჯგუფი, ამ წუთებში, ჟანგბადის ბალიშით ასუნთქებს.
აქციის მონაწილეთა თქმით, სახელმწიფომ ისინი
მოატყუა და ბინის
გარეშე დატოვა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, ისინი
„ტრსანსმშენის“ შენობიდან გადაიყვანეს და მათ ბინების გარემონტების შემდეგ, ისევ უკან დაბრუნებას დაპირდნენ, მაგრამ პირობა პირობად
დარჩა.
internet.ge