კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩარგალს ეწვევა.
კოალიციის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ადგილზე ივანიშვილთან ერთად, კოალიციის წევრებიც
ჩავლენ.
„ივანიშვილმა ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობასთან შეხვედრა ვერ მოასწრო, სწორედ ამიტომ, 14 ივლისს, ის ჩარგალს ეწვევა და ვაჟაობას მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
internet.ge