დასაქმების აგენტების ტრენინგი დღეიდან დაიწყება და 25
ივლისს
დასრულდება.
გადამზადებას
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
3 000-მდე
სარეზერვო
კანდიდატი
გაივლის.
დასაქმების აგენტების ტრენერების სასწავლო კურსი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის
მინისტრმა
ზურაბ
ჭიაბერაშვილმა
რამდენიმე დღის წინ გახსნა.
ტრენინგში
მონაწილეობას
სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
80-მდე
თანამშრომელი
იღებს,
რომლებიც
შემდგომში
დასაქმების
აგენტებს
გადაამზადებენ.
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში, 25 ივლისიდან დასაქმების
აგენტები
საქართველოს
25 ქალაქში,
ყველა
ოჯახში
შევლენ
და
სამუშაოს
მაძიებელთა
აღწერას
დაიწყებენ.
აგენტები
აღრიცხავენ,
როგორც
დაუსაქმებელ
მოქალაქეებს,
ასევე,
მათაც,
ვინც
ეძებს
სამსახურს
უკეთესი
პირობებით.
სამუშაოს
მაძიებელთა
აღრიცხვის
პროგრამაში
მონაწილეობა
შეეძლება
ნებისმიერ
მოქალაქეს
15 წლის
ასაკიდან
საპენსიო
ასაკის
ჩათვლით.
მოქალაქეების აღწერა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის ბარათით მოხდება, რომლის საშუალებითაც, შეგროვდება ინფორმაცია
მოქალაქეების
განათლების,
კვალიფიკაციისა
და
მათთვის
სასურველი
დასაქმების
სფეროს
შესახებ.
internet.ge