„ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ შევძლებთ ქართული პროდუქციის
რუსულ ბაზარზე დაბრუნებას. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მოგვიწევს“ - ეს
განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ქალაქ გორში, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე
გააკეთა.
ივანიშვილის თქმით, რუსეთის მიმართ მათი პოზიცია იქნება კორექტული,
მაგრამ პრინციპული, განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან.
„ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას აფხაზებთან და ოსებთან. ეს იცის ხელისუფლებამ.
ამ მხრივ, ჩვენი მიზნები და ამოცანები ემთხვევა საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს.
ეს აღიზიანებს ხელისუფლებას“- განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი სოციალურ დახმარებას ჩერნობილის ტრაგედიით
დაზარალებულებსაც დაჰპირდა.
internet.ge