ავტობუსი, რომელსაც
ნეპალის ქალაქ ტრივენში 75 ინდოელი მომლოცველი გადაჰყავდა, გზატკეცილიდან გადავარდა.
კატასტროფის შედეგად 35 მგზავრი დაიღუპა.
ოფიცილური ინფორმაციით,
შემთხვევა დედაქალაქიდან 100 კმ-ის დაშორებით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი
მრავალმა მიზეზმა გამოიწვია. მათ შორის სახელდება წვიმის შემდგომ დასველებული გზა და
ტრანსპორტის გადატვირთულობაც. „ინტერფაქსის“ ცნობით, მგზავრთა ნაწილი ავტობუსის სახურავზე
ისხდა, მისი მძღოლი კი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
მომხდართან დაკავშირებით
ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
Internet.ge