გამთენიისას, სოჭის ცენტრალურ რაიონში -
ჯაფარიძის ქუჩაზე, 500-მილიმეტრიან გაზსადენზე,
აფეთქება მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო შემადგენლობა
მივიდა, თუმცა 30-მეტრიანი ძლიერი ცეცხლის ალის გამო სარემონტო სამუშაოების
დაწყება შეუძლებელი გახდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბრიგადების
მისვლისას კი მეორე აფეთქება მოხდა. მაშველებს სპეცტანსაცმლის წყალობით
დაზიანებები არ მიუღიათ.
ცეცხლის ჩქრობა მხოლოდ 5 საათის შემდეგ მოხერხდა.
მომხდარი აფეთქების მიზეზები კი დგინდება.
internet.ge