მოსკოვის რამენკას რაიონის ხელმძღვანელი ალექსანდრ დიმიტრიევი,
რომელიც ამ თანამდებობაზე მოსკოვის მერმა 10 ივლისს დანიშნა, უგზოუკვლოდ დაიკარგა.
გამოძიების ხელთ არსებული მონაცემებით დიმიტრიევი 16 ივლისს სახლიდან
საამსახურში თავისი Toyota Land Cruiser Prado-თი წავიდა, თუმცა ადგილზე არ მისულა
და მას შემდეგ არც ტელეფონს პასუხობს. საღამოს კი დიმიტრიევის მანქანა სარკინიგზო
გადასასვლელთან მიტოვებული იპოვეს - დაზიანებების გარეშე.
ვარაუდობენ, რომ 48 წლის
ჩინოვნიკი შესაძლოა აღარც იყოს ცოცხალი. დიმიტრიევს ეძებენ, მაგრამ მომხდართან
დაკავშირებით საქმე მკვლელობის მუხლითაა აღძრული.
Internet.ge