GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სააპელაციო სასამართლომ “ელიტა ბურჯის” საჩივარი არ დააკმაყოფილა
14:50 17.07.2012
დღის სიახლეები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, შპს "ელიტა ბურჯის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ივლისის დადგენილება და 2012 წლის 14 ივლისის სხდომის საოქმო განჩინებები.

ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააპელაციო სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას მხარეთა მიერ ახალი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

„მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორმა შპს "ელიტა ბურჯმა“ განახორციელა თუ არა პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულება. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, აკრძალულია შემოწირულობების მიღება იურიდიული პირებისაგან, მათი გაერთიანებებისაგან, სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნებისაგან. ამ კანონის შესაბამისად, შემოწირულებად ითვლება აგრეთვე ფიზიკური ან იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ პარტიის ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის განხორციელება, რაც გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას შემოწირულების/საწევრო შენატანის ხუთმაგი ოდენობით“,- ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო ინსტაციაში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები (ყველა ფაქტობრივი მონაცემი), რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა დარღვევას და შპს "ელიტა ბურჯმა" არ განახორციელა პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულობა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა შპს "ელიტა ბურჯის“ მიერ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 26.1."ა1“ და 34 2. 2. მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარაღვევის ჩადენის ფაქტი.

 

Internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გამვლელი, რომელიც ადამიანის მოკვეთილ კიდურს გადააწყდა, შოკიდან ძლივს გამოიყვანეს1
„ნაციონალური მოძრობის“ წევრები, რომლებიც პარლამენტში მოხვდებიან2
ოზეროვი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებით გაუმჯობესდება3
„სამართლიანი არჩევნები“ პატიმართა წამებაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს4
დედამ ეჭვიანობის გამო 14 წლის ქალიშვილი მოკლა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X