სილვესტერ სტალონეს
მისი დეიდაშვილები შვილის სიკვდილში სდებენ ბრალს, რომელიც 14 ივლისს გარდაიცვალა.
„როკის“
სუპერვარსკვლავის დეიდაშვილი აცხადებს, რომ სტალონე ვერ იტანდა თავის შვილს და
უარს ამბობდა მასთან კონტაქტზე, სეიჯი კი სწორედ ამის გამო დარდმა და მარტოსულობამ
მოკლა.
„მას არ ადარდებდა
თავისი შვილი! ჩვენი ოჯახის გარდა, ვერავინ ხედავდა, როგორ წუხდა სეიჯი მამის
უყურადღებობის გამო,“ - აღნიშნა გარდაცვლილის ბიძაშვილმა ედ ფილიტიმ.
ახლობელთა განცხადებით,
სეიჯისთვის ბოლო დარტყმა სილვესტერ სტალონეს მხრიდან მასთან კონტაქტზე უარის თქმა
იყო: როდესაც 6 ივლისს მან მამას დაბადების დღის მისალოცად დაურეკა, ამ
უკანასკნელმა ტელეფონს არც უპასუხა.
შვილის გარდაცვალების
შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სილვესტერ სტალონემ ჟურნალისტებსა და
გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა, არ მოეხდინათ ამ თემით სპეკულირება: „ახლა
ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. გთხოვთ, გაიგოთ ჩემი ემოციები და საშუალება
მოგვცეთ, გადავიტანოთ ეს ტრაგედია საჯარო განხილვების გარეშე,“ - აღნიშნა
მსახიობმა.
შეგახსენებთ, რომ სეიჯი
სტალონე კვირას, ლოს-ანჯელესში, საკუთარ ბინაში იპოვეს გარდაცვლილი. ექიმების
თქმით, იგი აკრძალული ნივთიერებების გადაჭარბებულმა დოზამ იმსხვერპლა.
Internet.ge