თავისუფალი
და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა გაფართოვდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული უშიშროების
საბჭო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, კომისიის შემადგენლობას დაემატა ორი წევრი: ირინა ქურდაძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და ირაკლი გიორგობიანი - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.
„პოლიტიკურ პარტიებთან გამართულ
შეხვედრაზე
ახალი მემარჯვენეები გამოვიდნენ ინიციატივით, უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის გაფართოვების და სხვა სამინისტროებთან
ერთად მის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლების
შეყვანის შესახებ. კომისიამ
ახალი
მემარჯვენეების
რეკომენდაცია
გაითვალისწინა
და კომისიის თავმჯდომარის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას გადაწყვეტილებით,
უწყებათაშორისი
კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა“,-
ნათქვამია განცხადებაში.
თავისუფალი
და სამართლიანი არჩევნებისათვის
უწყებათაშორისი
კომისია პოლიტიკურ პარტიებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებთან კონსულტაციებს განაგრძობს.
Internet.ge