მსახიობ გიორგი ფოჩხუას სამეგრელოში დღეს დაკრძალავენ. ფოჩხუას შალვა დადიანის სახელობის თეატრიდან გამოასვენებენ, ის თეატრის რეჟისორი იყო.
გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში მოკლეს. ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა ახალგაზრდამ მეგობრებისგან მოშორებით გაიყვანა. მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ორი დღის შემდეგ, მსახიობის ცხედარი ანაკლიაში ზღვამ გამორიყა.
ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ბექა ცობეხია კი, სამართალდამცველებს ჩაბარდა. ცობეხია თავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებდა.
სამართალდამცველებმა ცობეხიასთან ერთად კიდევ ერთი პიროვნება, ნიკოლოზ ძაბაღუა აიყვანეს.
Internet.ge