კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის,
მაია
ფანჯიკიძის ინფორმაციით, ბიძინა
ივანიშვილი მზად არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სტიქის შედეგად
დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ფანჯიკიძემ განაცხადა,
დახმარებაში იგულისხმება - მკურნალობის ხარჯების დაფარვა, თუ მატერიალური ზარალის ანაზღაურება.
ფანჯიკიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების
საშუალებას კანონმდებლობა აღარ აძლევს, თუმცა, კოალიცია მზად არის
საგანგებო
შტაბის მუშაობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
„თუ ხელისუფლება
საშუალებას მოგვცემს, დაზარალებულებს
დავეხმარებით“, - დასძინა მან.
Internet.ge