ამერიკელებს კონდოლიზა
რაისის მაღალ სახელმწიფო პოსტზე დაბრუნება სურთ. მათი აზრით, თუკი არჩევნებში მიტ
რომნი გაიმარჯვებს, სასურველია, რაისი ვიცე-პრეზიდენტი გახდეს.
სააგენტო Fox
News-მა რესპუბლიკური პარტიის დარეგისტრირებულ წევრებსა და ამომრჩევლებს შორის
გამოკითხვა ჩაატარა, რომელმაც გამოავლინა, რომ ორივე ჯგუფის გამოკითხულთა
უმრავლესობას (30-30 %-ს), არჩევნებში მიტ რომნის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის
ვიცე-პრეზიდენტად ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ხილვა სურთ.
გამოკითხვა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 15-17 ივლისის ჩათვლით ჩატარდა.
Internet.ge