გერმანიაში
„ლანძღვის ცხელი ხაზი“ ამოქმედდა,
სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს და უარყოფითი ემოციებისგან ლანძღვით
განიტვირთოს.
ახალი სატელეფონო სერვისის იდეა რალფ შულტესა და ალექსანდრ ბრანდენბურგს ეკუთვნით,
რომლებიც ამბობენ, რომ კლიენტების ლანძღვა-გინებას ყურადღებით ისმენენ და
ამისათვის ერთ წუთში ერთ ევროსა და 49 ცენტს იღებენ.
„ლანძღვის ცხელი ხაზი“ უკვე ორი კვირაა მუშაობს. თუკი მას აშკარა ფსიქიკური
დარღვევების მქონე მოქალაქეები მიმართავენ, ცხელი ხაზის თანამშრომლები მას
დამშვიდებასა და პროფესიონალ ფსიქიატრთან მისვლას ურჩევენ.
Internet.ge