აზერბაიჯანის
დედაქალაქში მდებარე ჰეიდარ ალიევის ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა. მის ჩასაქრობად
თავდაპირველად 10-მდე სახანძრო მანქანა გამოიძახეს, თუმცა ხანძარი იმდენად
მასშტაბური აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით სტიქიასთან გასამკლავებლად 50-მდე სახანძრო
ბრიგადის მობილიზება გახდა საჭირო. ცეცხლის ჩაქრობას 3 ვერტმფრენიც ცდილობდა.
ცეცხლმა შენობის მთელი
სახურავი მოიცვა. მთლიანად დაიწვა ცენტრის ერთ-ერთი კორპუსი. ხანძრის კოლალიზებას
ხელი ძლიერმა ქარმაც შეუშალა. კვამლმა 2
კილომეტრის რადიუსში მდებარე მთელი ტერიტორია მოიცვა.
სამაშველო სამსახურებმა
ხალხის ევაკუირება მოახდინეს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე
იმყოფებიან ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები.
მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებიც. ხანძრის მიზეზების
დადგენას სამართალდამცვები ცდილობენ.
ჰეიდარ ალიევის
კულტურული ცენტრი მიმდინარე წლის 10 მაისს გაიხსნა. მასში განთავსებული იყო
მუზეუმი, კონგრეს-ცენტრი, ბიბლიოთეკა და 9 ჰექტარის მოცულობის პარკი.
internet.ge