უკრაინაში, ყირიმის
ნახევარკუნძულზე მცხოვრები მოსახლეობის 60 პრცენტს ან რუსეთთან მიერთება, ანდა
დამოუკიდებლობა სურს. ამის შესახებ სოციოლოგმა ევგენი კოპატკომ მრგვალი მაგიდის
სხდომაზე განაცხადა.
სხდომა, რომელზეც მთავარ
მომხსენებლად ყირიმის პრემიერ-მინისტრი ანატოლი მოგილევი გამოდის, დახურულ კარს
მიღმა ტარდება, თუმცა ინფორმაცია პოლიტოლოგმა ვლადიმერ კორნილოვმა სოციალური
ქსელის საშუალებით გააჟღერა.
„კოპატკომ საინტერესო
ციფრები მოიყვანა. პირველ რიგში, რად წარმოუდგენიათ თავი ყირიმელებს? 48,4%-ს
ყირიმელად, 22,5%-ს უკრაინის მოქალაქედ. 32,4 %-ს რუსეთთან შეერთება სურს, 19, 5%
რუსეთ-ბელორუსის კავშირში გაერთიანება, 11%-ს კი ყირიმის დამოუკიდებლობა სურს.
მხოლოდ 4 % ემხრობა ყირიმის უკრაინის ოლქად გარდაქმნას,“ - წერს პოლიტოლოგი.
Internet.ge