გუბაზ სანიკიძის დაცვის წევრები, რომლებიც ქუთაისში, ბალახვანიში,
„ქართული ოცნების“ აქტივისტებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ
საინფორმაციო სააგენტო „მედიაჯგუფის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს.
ინციდენტის დროს, სააგეტნოს ოპერატორს ზაზა ქობალიას გულის შეტევა
დაემართა. ქობალია ამჟამად მკურნალობას, ქუთაისის საავადმყოფოში გადის.
ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების
მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„ძალიან აგრესიულები იყვნენ ჩვენს მიმართ და როცა ინტერვიუს აღება
გვინდოდა, დაგვიწყეს ფიზიკური შეურაცყოფის მოყენება. რა დროსაც მე ძირს დავეცი და
გულ-მკერდის არეში მომხვდა ხელი, რის შემდეგაც ცუდად გავხდი“,- აცხადებს ქობალია.
„მედია ჯგუფის“ ჟურნალისტის ბაჩო გვენეტაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.
გვენეტაძე მოუწოდებს მედია საშუალებების წარმომადგენლებს საკუთარი
უფლებების დასაცავად სოლიდარობის აქციები „ქართული
ოცნების“ ყველა ოფისთან გამართონ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გვენეტაძე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაზარალებული ოპერატორი
კი შესაბამის უწყებას მიმართავს.
Internet.ge