სახლი მახაჩკალის
კიროვის რაიონში, სადაც დღეს ბოევიკების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ტარდებოდა,
მთლიანად დაიწვა.
სამართალდამცველებმა
სახლში შეიარაღებულ პირთა ბლოკირება მოახდინეს, სახლის მეპატრონე გაუშვეს, რაიონში
კონტრტერორისტული რეჟიმი გამოაცხადეს და ბოევიკებს იარაღის დაყრისა და
ჩაბარებისკენ მოუწოდეს. თუმცა როგორც სახლის პატრონი ამბობს, ბანდის წევრები
დანებებას არც აპირებდნენ და ბოლომდე ჰქონდათ თავდაცვა გადაწყვეტილი.
მას
შემდეგ, რაც ბანდიტებმა ცეცხლი გახსნეს, ძალოვნები შტურმზე გადავიდნენ, რის
შედეგადაც ნაგებობას ცეცხლი მოედო და მთლიანად დაიწვა, მასთან ერთად განადგურდნენ
ბოევიკებიც - იუწყება „იტარ-ტასი“.
internet.ge