კრიმსკის მერი ვლადიმერ
ულანოვსკი, რომელიც დღეს დააკავეს, ქალაქის საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული. ამის შესახებ
„ინტერფაქსი“ იუწყება.
როგორც ქალაქის
მერიაში აცხადებენ, ულანოვსკი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. თუ რა გახდა ჰოსპიტალიზაციის
მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ,
ქალაქ კრიმსკის მერი ვლადიმერ ულანოვსკი სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს, მას სამსახურებრივ გულგრილობაში ედება ბრალი, რასაც 200-მდე ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
მერის გარდა დაპატიმრებულია კიდევ ორი მაღალჩინოსანი.
გმოძიების წინასწარი ვერსიით, ქალაქის მთავრობამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დატბორვამდე სამი საათით ადრე შეიტყო, თუმცა გამაფრთხილებელი სიგნალის ჩართვა დააგვიანა.
Internet.ge